fbpx

SSP – რა არის „ედმიქსერის“ Supply-Side პლატფორმა?

პროგრამატიკ ფაბლიშერების მედიააქტივობების მონეტიზაციის წამყვანი მოდელი ხდება. განვითარებად ბაზრებზე პროგრამატიკის ნელი ათვისების მიუხედავად, ფაბლიშერებმა სარეკლამო სივრცეების, აუქციონების გამოყენებით, ავტომატურად გაყიდვის ბენეფიტები შეამჩნიეს. ეს მეთოდი პირდაპირი კონტრაქტის დადების პროცესს ამარტივებს და საშუალებას აძლევს მათ, ეფექტურად მართონ და საუკეთესო ფასი დააწესონ საკუთარ ინვენტარზე. მთავარი საიმედო Supply-Side პლატფორმის შერჩევა, რომლის შესახებაც სტატიაში დაწვრილებით ვისაუბრებთ. 

 

 

რა არის SSP?

 

SSPს მთავარი ამოცანა მონეტიზაციაა.

Supply-Side პლატფორმის გამოყენებით ფაბლიშერები საკუთარი საიტებიდან, აპლიკაციებიდან, თამაშებიდან ან სხვა ციფრული პლატფორმებიდან ტრაფიკის მონეტიზაციას ახდენენ; მისი გამოყენებით აუქციონებში ავტომატურად ერთვებიან, ერთმანეთს უკავშირდებიან და, ამასთანავე, მოთხოვნის მხარეს არსებულ პლატფორმებთან (DSP) და ქსელებთანაც აქვთ წვდომა.

 

რატომ სჭირდებათ ფაბლიშერებს Supply-Side პლატფორმა?

 

SSP პროგრამატიკული ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც ფაბლიშერებს პოტენციურ მყიდველებთან აკავშირებს და რეკლამის განთავსებას სთავაზობს. ამ ფუნქციის გამო, მათ უამრავ სერვისზე მიუწვდებათ ხელი. 

 

ედმიქსერის ქსელში ჩართულ ფაბლიშერებს აქვთ სპეციალური პლაფტორმა, საიდანაც ინვენტარსა და მიმდინარე კამპანიებს ადევნებენ თვალს. ეს ინტერფეისი უზრუნველყოფს დეტალებზე სწრაფად წვდომას, ფორმატების ცვლილებას და ყოველ 1000 Impression-ზე ღირებულების კონტროლს. 

 

მრავალრიცხოვანი სარეკლამო ღონისძიების გატარების ნაცვლად, SSP ერთ პლატფორმაზე მუშაობის შესაძლებლობაა. ის შეუფერხებლად ინტეგრირდება Trade Desk, DSP, Ad Networks-სა და Data Exchanges-სთან. 

 

 

 

როგორ მუშაობს SSP?

 

Supply-side პლატფორმა პროგრამატიკულ ბაზარზე ფაბლიშერების სახელით მოქმედებს და მათთვის მოლაპარაკებებს ავტომატურად აწარმოებს. ფაბლიშერები SSP-ს სარეკლამო ზონებს საკუთარ ვებგვერდებზე განათავსებენ, შესყიდვები კი ავტომატურად, პროგრამის გამოყენებით ხდება. 

 

ბიდინგის კონცეფცია საკმაოდ მარტივია – გადასახადი რეკლამის Impression-ისთვის. შეთავაზებაში ფაბლიშერი საკუთარი სარეკლამო სივრცეების შესახებ აგზავნის ინფორმაციას, ედვერთაიზერისგან კი იგებს, სად სურს მას რეკლამის გაშვება. ყველაზე მაღალი ბიდი იღებს რეკლამის Impression-ებს. 

 

ბიდის მოთხოვნა:

 

  • ინფორმაცია რეკლამის შესაძლებლობის შესახებ
  • ტიპი, ზომა და ა.შ.
  • სასურველი ფასი რეკლამისთვის
  • ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ (ქვეყანა, IP, მოწყობილობა და ა.შ.)

 

ბიდის პასუხი:

 

  • ფასი, რომელსაც ედვერთაიზერი რეკლამის ამ შესაძლებლობისთვის გადაიხდის
  • სარეკლამო ვიზუალის შედგენა
  • ინფორმაცია რეკლამის შესახებ (ტიპი, ზომა, ხანგრძლივობა და ა.შ.)

 

S​​SP აფასებს მოთხოვნას, პოულობს შესაბამის ინვენტარს და აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლისთვისაც 30 მილიწამია საჭირო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა ავტომატურად ხდება, ფაბლიშერებს მოგებიანი განთავსებების უზრუნველსაყოფად რამდენიმე პროცედურა მაინც სჭირდებათ. Supply side პლატფორმა მათ შემოსავლებს მინიმალური ფასის დაწესებისგან იცავს და საშუალებას აძლევთ, აწარმოონ გარიგებები საუკეთესო პირობებით. 

Facebook
Twitter
LinkedIn