fbpx

დინამიკური კრეატივის ოპტიმიზაცია (DCO), ანუ როგორ შევქმნათ პერსონალიზებული კრეატივები

ციფრულმა რეკლამამ დღეს არსებულ მასშტაბებს ინსტრუმენტების განვითარებისა და ოპტიმიზაციის მუდმივი პროცესით მიაღწია. დინამიკურმა კრეატივებმა ევოლუციის ამ პროცესში, თარგეთირების ახალი შესაძლებლობებისა და პარამეტრების დამსახურებით, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.  მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმიზაციის ეს მოდელი სიახლე არ ყოფილა, მაინც განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა უამრავი ბიზნესისთვის

 

 

რა არის დინამიკური კრეატივი?

 

დინამიკური კრეატივის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია, ნახოს მეტი რელევანტური რეკლამა, რომლებიც წინასწარ კონფიგურირებული სცენარითაა შექმნილი.

 

 

მაშინ, როდესაც ედვერთაიზერები ერთ ან ორ კრეატივს ამზადებენ სარეკლამო კამპანიებისთვის, დინამიკურ კრეატივს ათობით ან ასობით სხვადასხვა რეკლამის გენერაცია შეუძლია. 

 

წარმატებული დინამიკური კამპანიის დასაწყებად სცენარების, თრიგერებისა და ცვლადების შედგენაა საჭირო. მხოლოდ ასე ფორმირდება პერსონალიზებული შეტყობინება თითოეული მომხმარებლისთვის. 

 

  • სცენარების შედგენა დინამიკური კრეატივის შექმნის აუცილებელი ნაწილია. ის თარგეთირების იმ კრეტერიუმებსა და ტრიგერებს აღწერს, რომელთა გამოყენებაც წარმატებული კამპანიის გასაშვებადაა საჭირო.

 

  • თრიგერები პარამეტრებია, რომლებიც გარე წყაროებიდან მიიღება და დინამიკური კრეატივის შესაქმნელად გამოიყენება.

 

თაგრეთირების ყველა პარამეტრი და თრიგერი ტექნიკური პროდუქტის სკრიპტის რედაქტირებაშია ჩაშენებული. 

 

ვის შეუძლია დინამიკური კრეატივებით სარგებლობა?

 

დინამიკური კრეატივები ეფექტურად მუშაობს ედვერთაიზერებისთვის. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც პროდუქტების დიდი პორტფოლიო აქვთ, მაგალითად, e-commerce (ელექტრონული კომერცია) ბიზნესისთვის. 

 

ასეთ შემთხვევებში რეკლამა ამარტივებს სამუშაოს და ზოგავს დროს, რადგან თითოეული პროდუქტისთვის სარეკლამო კამპანიის სათითაოდ მორგება საჭირო აღარ არის.

 

დინამიკური კრეატივებით FMCG ბრენდებიც კარგ შედეგს იღებენ. ეს მეთოდი მათ ეხმარება, თითოეული მომხმარებლისთვის რელევანტურ მესიჯებზე გათვლილი რეკლამა შექმნან, თანაც მხოლოდ ცვლადების გამოყენებით. ეს ბევრად უფრო რთული იქნებოდა, თუ ყველასთვის სათითაოდ გაკეთდებოდა. 

 

დინამიკური კრეატივების მთავარი უპირატესობები

 

  • უფრო რელევანტური და პერსონალიზებული რეკლამა;

  • დროისა და რესურსების დაზოგვა;

  • რეკლამის ეფექტურობის – CTR-ის, კონვერსიის, გაყიდვების ზრდა.

 

რა არის დინამიკური კრეატივის ოპტიმიზაცია

 

დინამიკური კრეატივის ოპტიმიზაცია (DCO) მოიცავს დისპლეისა და კონფიგურაციის ოპტიმიცაზიას, რათა სარეკლამო კამპანიის შედეგების მაქსიმიზაცია მისი შეჩერების გარეშე მოხდეს.

 

DCO-ს მიზანი მარკეტინგული ჰიპოთეზების შემოწმება და ამ შეკითხვებზე: „რომელი Call-to-action მუშაობს კონკრეტული აუდიტორიისთვის?“ „რომელი სპეციალური შეთავაზებაა ყველაზე ეფექტური?“ პასუხის გაცემაა. 

 

 

უმეტეს შემთხვევაში, ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად DCO A/B ტესტინგს იყენებს. ბანერების ელემენტების კომბინაციის შეფასებით, მას შეუძლია განსაზღვროს, რა იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, აჩქარებს დაწკაპუნებასა და კონვერსიას. 

 

ოპტიმიზაცია შესაძლებელია როგორც პირდაპირი ჩარევით, ისე ავტომატურად – მიმდინარე მომენტში შესაბამისი ალგორითმის გამოყენებით გაკეთდეს.

 

სხვადასხვა კონფიგურაციისა და აუდიტორიის ანალიზი შედეგების შედარებისა და რეკლამირების ყველაზე ეფექტური კრეატივის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. 

 

თავდაპირველად, შესაძლოა, უამრავი კრეატივის გატესტვა მოგინდეთ. რაც უფრო მეტ ვარიანტს აირჩევთ ოპტიმიზაციისთვის, მით უფრო მეტი impressions დაგჭირდებათ სტატისტიკური შეცდომების შესამსუბუქებლად. ეს მცირე ბრენდებისა და დროში შეზღუდული კამპანიებისთვის იშვიათად მუშაობს.

 

დაბოლოს,

 

დინამიკური კრეატივების შექმნასა და ოპტიმიზაციას გარკვეული დრო და ცოდნა სჭირდება, მაგრამ, თუ სკრიპტი სწორადაა დაყენებული, ციფრული სარეკლამო კამპანია გაცილებით ეფექტურია. 

 

DCO ყველაზე კარგად მომუშავე კონფიგურაციებს, აუდიტორიასა და ინფორმაციას იღებს, შემდეგ კი მაქსიმალურად იყენებს. გარდა ამისა, თუ სანდო ტექნიკური პარტნიორი გყავთ, დროსა და რესურსებს საგრძნობლად დაზოგავთ. 

 

 

Facebook
Twitter
LinkedIn