fbpx

Admixer-ის 2020 წლის მიმოხილვა

Admixer GE საერთაშორისო პროგრამატიკულ ქსელს 2020 წელს საბოლოოდ შეუერთდა და კომპანიის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. ეს წელი განსაკუთრებით მღელვარე აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.

 

2020 წელს ციფრული სარეკლამო ინდუსტრია უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა: შემცირებული სარეკლამო ბიუჯეტი, Cookies-სა და IDFA-ს ეტაპობრივი ამოღება და კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვის გზების ძიება. 

 

მიუხედავად ყველა ხარვეზისა, გასულ წელს Admixer-მა სერიოზული პარტნიორობის რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმება, ინვენტარის გაფართოება და SaaS-ის პროდუქციის ახალი მახასიათებლების დანერგვა შეძლო. 

 

Admixer. Network-ის განახლებები

 

დიდი ფაბლიშერებისთვის, მედიაჰოლდინგებისა და სარეკლამო ქსელებისთვის, ინტერფეისს რამდენიმე ახალი ფუნქცია დავამატეთ, რაც მას კიდევ უფრო ინტუიციურს ხდის და ეფექტიანი მონეტიზაციის დამატებით პერსპექტივებს აჩენს. 

 

ახალი Trade Desk

 

Admixer.Network ქსელის გამოყენებით ფაბლიშერებს საკუთარი სივრცეების ედვერთაიზერებისთვის გადაცემა შეუძლიათ, რის შედეგადაც ედვერთაიზერები საბანერე სარეკლამო კამპანიებს აწარმოებენ. წელს მათთვის მნიშვნელოვანი განახლება შევქმენით – Trade Desk ახლა Admixer.DSP-ს ქსელშია ინტეგრირებული, რათა მოძველებული Agency მოდული შეცვალოს.

 

Trade Desk-ზე პროდუქტები უფრო დეტალური, სხვადასხვა განზომილებიანი სტატისტიკითაა ნაჩვენები. გარდა ამისა, ის მომხმარებლებს თარგეთირების უფრო მეტ პარამეტრსა და მორგებულ DMP-საც სთავაზობს. DMP-ს გამოყენებით შეუძლიათ Trade Desk-ზე ავტომატური და მანუალური რეპორტების, აგრეთვე, სამიზნე აუდიტორიის სეგმენტების შექმნა. 

 

კრეატივების ბილინგი

 

ქსელის ბოლოდროინდელ განახლებაში დავამატეთ ფუნქცია, რომელიც ედვერთაიზერებს Admixer.Network-ის ინტერფეისზე Trading Desk-ისთვის შექმნილი კრეატივების ფასის მართვაში ეხმარება.

 

ეს საშუალებას მოგცემთ, ნათლად შეაფასოთ თქვენი საბანერო რეკლამის მომსახურების ღირებულება და ის ხარჯებიც, რომლებსაც Admixer-ს უხდით. 

 

ამ ფუნქციის საშუალებით, სავაჭრო ადგილებში აყენებთ ნიშნებს და გეგმავთ კრეატივების ფასს გრძელვადიანი პერსპექტივით. ასევე, შეგიძლიათ, გააკონტროლოთ შაბლონების სია, პროგნოზები და თქვენი შემოსავლები. 

 

 

 

 

ახალი მოდული – Player.Best

 

ადრე Player.Best საშუალება იყო, რომლის გამოყენებითაც ფაბლიშერები საკუთარი ვებგვერდებისთვის ვალიდური დომენით „პლეიერებს“ ქმნიდნენ. დღეს მათ აღარ სჭირდებათ ცალკე ანგარიშის შეძენა, რადგან ყველა ეს ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი ქსელის ინტერფეისზე შესაბამისი სახელის “Player”-ის არჩევის დროს. 

 

Ad Serving მობილური აპლიკაციებისთვის 

 

Admixer.Network აპლიკაციების დეველოპერებსა და ფაბლიშერებს საკუთარი SDK-სა და რეკლამის სერვისის ფუნქციონირებას სთავაზობს. Admixer SDK-ს კონფიგურაცია შეგიძლიათ კონკრეტული აპლიკაციის ან მისი აუდიტორიის საჭიროებების მიხედვით. 

 

თუ თქვენ უნიკალური აუდიტორიები გყავთ, რომლებსაც პარტნიორებთან ვერ ყიდით, Admixer-ს დამატებითი მოთხოვნის შექმნა და თქვენი აქტივების საერთაშორისო ქსელში მონეტიზებაც შეუძლია. 

 

In-House AdTech Stack ბრენდებისთვის

 

2020 წელს Admixer-მა ბრენდებისთვის ახალი პროგრამატიკული ფუნქცია შექმნა – In-House AdTech Stack. 

 

ეს ედვერთაიზერებს ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საკუთარი AdTech ეკოსისტემის შექმნაში ეხმარება და შემდეგ პროგრამატიკულ ფუნქციონალებს მოიცავს:

 

  • ინტუიციური Trading Desk 
  • ინვენტარის მართვა
  • მონაცემების მართვა
  • კრეატივების მართვა
  • კამპანიების მართვა
  • ანგარიშისა და მომხმარებლის მართვა
  • მიმდინარე მონაცემების რეპორტინგი
  • API და out-of-the-box ინტეგრაციები

 

AdTech Stack-ის გამოყენებით ბრენდები მოქნილ პროგრამატიკულ ინფრასტრუქტურას შექმნიან, გაზრდიან გარიგებების გამჭვირვალობას, უზრუნველყოფენ მონაცემთა დაცვას და გააუმჯობესებენ ციფრული რეკლამის ეფექტურობას. 

 

ახალი ინვენტარი

 

2020 წელს Admixer-მა პარტნიორობის ხელშეკრულება რამდენიმე კომპანიასთან გააფორმა, რაც ინვენტარის გაფართოების აუცილებელი ნაწილია. ეს იმასაც ნიშანს, რომ Admixer.DSP-ს მომხმარებლებს უსაფრთხო სარეკლამო სივრცეების შეძენა და ახალ აუდიტორიებთან დაკავშირებაც შეუძლიათ. 

 

გაგაცნობთ იმ კომპანიებს, რომლებიც გასულ წელს Admixer-ის პარტნიორები გახდნენ, და ჩვენს პროგრამატიკულ ქსელში ჩართულ ბრენდებს საკუთარ ინვენტარს შესთავაზებენ:

 

Unity

Unity ძრავაა, რომელიც გამოყენებულია 200 000-ზე მეტ თამაშში, მათ შორისაა Pokemon Go და Super Mario Run.  Unity-ს აქვს პლატფორმა თამაშების მონეტიზაციისთვის, რაც 5 მილიონზე მეტ დეველოპერთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.

 

 

LoopMe

LoopMe Exchange მობილური აპლიკაციებისთვის ვიდეო და მედიასაშუალებების ინვენტარიზაციას უზრუნველყოფს. LoopMe-სთან პარტნიორობის პირობებში ედვერთაიზერები პოპულარულ თამაშებზე, პაზლებსა და ფოტო თუ ვიდეო Editor-ებზე წვდომას მიიღებენ. ხელმისაწვდომი აპლიკაციების სიაში ხვდებიან მცირე ფაბლიშერები და ინდუსტრიის ისეთი ლიდერებიც, როგორებიცაა Rovio და Electronic Arts. 

 

Unruly

 

UnrulyX მსოფლიოს წამყვანი Supply-side პლატფორმაა, რომელიც ედვერთაიზერებს გლობალურ ონლაინაუდიტორიაზე წვდომას სთავაზობს. გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა ფორმატების, მათ შორის CTV, ვიდეო და დისპლეის მხარდაჭერა. ასევე, შეუძლია ისეთ პრემიუმ ფაბლიშერებთან დაკავშირება, როგორებიცაა National Geographic, New York Post, The Sun, The Telegraph, Vogue.  

 

 

Xiaomi 

Xiaomi-ს აქვს ანდროიდზე დაფუძნებული აპლიკაციებისა და ჩაშენებული სერვისების (MIUI) ეკოსისტემა. ეს საშუალებას იძლევა, საბანერე რეკლამები მთავარ ინტერფეისში ყველგან დაემატოს – აპლიკაციებიდან დაწყებული, ფაილების მენეჯმენტით დამთავრებული.  მთავარ 10 სერვისს 20 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს და დღეში 8 მილიარდი Impression-ის შეგროვება შეუძლია. 

 

 

 

 

საბოლოო ჯამში, 2020 წელი საკმაოდ გრძელი და რთული აღმოჩნდა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ Admixer-მა მაქსიმალურად საუკეთესო შედეგები აჩვენა. ჩვენ განვაახლეთ ტექნიკური პაკეტი ფაბლიშერებისთვის და სარეკლამო ქსელი, რათა ყველა ახალი გამოწვევისთვის ეფექტიანად გვეპასუხა.

 

ახლა ფაბლიშერებს უფრო მოქნილი მონეტიზაციის სტრატეგია და ედვერთაიზერებთან დასაკავშირებელი ახალი ინსტრუმენტები აქვთ.

გარდა ამისა, დაგვემატა რამდენიმე სერიოზული პარტნიორი, რაც ქსელში ჩართული ედვერთაიზერებისთვის CTV, in-app და in-game აუდიტორიებზე ექსკლუზიურ წვდომას უზრუნველყოფს.

 

Facebook
Twitter
LinkedIn