fbpx

InMobi-ს პოპულარული ფორმატები ქართველი ედვერთაიზერებისათვის

სტატისტიკურად, ინტერნეტ ტრეფიკის 52% მობილურ ტელეფონებზე მოდის. იმისთვის, რომ ედვერთაიზერებმა სმარტფონების მფლობელები მოიზიდონ, საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი კი აპლიკაციებში რეკლამების განთავსებაა.

 

InMobi აპლიკაციების სარეკლამო ინვენტარის პროვაიდერი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიარდზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. 2019 წლის მონაცემებით, პლატფორმას აპლიკაციებში ინტეგრაციისთვის SDK-ს (Software development kit) 95% აქვს და First-party მონაცემებზე წვდომასაც უზრუნველყოფს.

 

Admixer-ი 2018 წლიდან InMobi-ს ოფიციალური პარტნიორი და რისელერია. შესაბამისად, პლატფორმის გამოყენებით, ქართველ ედვერთაიზერებს 80-ზე მეტ აპლიკაციაში შეუძლიათ რეკლამის განთავსება.

 

მათ შორისაა მაღალრეიტინგული აპლიკაციები: Spider ▻ Solitaire, PicsArt Photo & Video Editor, Instasize Photo Editor + Video. Coin Master და ა.შ.

 

გაგაცნობთ  InMobi-ს პოპულარულ მობილურ სარეკლამო ფორმატებს:

 

სტანდარტული ბანერი

 

სტანდარტული ბანერი სარეკლამო ერთეულია, რომელიც სტატიკურად ან ანიმაციის სახით ფაბლიშერების გამოყოფილ სარეკლამო ადგილას გამოჩნდება.

 

 

სტატიკური სარეკლამო ჩანართი

 

სარეკლამო ჩანართი მთელ ეკრანზე საიტის ჩატვირთვისას ჩნდება და დაკლიკების შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქციის ვებგვერდზე გადაჰყავს.

 

 

ნეითივ რეკლამა

 

ეს სარეკლამო ფორმატი ახალი აუდიტორიის მოზიდვის კარგი საშუალებაა და ედვერთაიზერებისთვის არამომაბეზრებელი, კონტენტთან მორგებული რეკლამის განთავსებას უზრულველყოფს.

 

 

ვიდეო რეკლამა

 

ვიდეო რეკლამის ფორმატი ედვერთაიზერებს ინტერაქტიული ამბის თხრობაში ეხმარება, რაც მომხმარებლებისთვის საინტერესო და ბიზნეს კუთხით ეფექტურია.

 

 

 

თუ გსურთ, რომ გააუმჯობესოთ თქვენი კომპანიის მობილური მარკეტინგის სტრატეგია, შეიძინეთ InMobi-ს ფორმატები პირდაპირ Admixer.DSP-ზე.

 

Facebook
Twitter
LinkedIn